Amnesty International-ის ანგარიშში თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქის საკითხიც მოხვდა. ორგანიზაცია განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა:
„24 მაისს, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქი, რომელიც საქართველოში 2002 წლიდან ცხოვრობს, თურქეთის მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. ჩაბუქს თურქეთის მხარე ბრალს „ტერორიზმის მხარდაჭერასა“ და ფეთულა გულენთან კავშირში დებს. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში დაბრუნების შემთხვევაში, მუსტაფა ჩაბუქს წამებისა და არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე ემუქრებოდა, მისი განაცხადი საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ჩაბუქმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. წლის ბოლოსთვის ის ჯერ კიდევ წინასაექსტრადიციო პატიმრობაში რჩებოდა“- ნათქვამია ანგარიშში.