(Exclusive) ვინ არის თემქაზე მოკლული გოგონა? (ფოტოები)

12:57 02-22-2018
8085

პრაიმტაიმისთვის თემქაზე მოკლული 21 წლის გოგონას შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

როგორც პრაიმტაიმს უთხრეს, მოკლული ანა ნაცვლიშვილია, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. 

ახლობლების თქმით, გარდაცვლილ გოგონას ხალათი ეცვა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მკვლელი ნაცნობი იყო, რადგან გოგონა მის სანახავად სახლიდან ხალათით გამოვიდა.

ის შემთხვევის ადგილზე მიმდებარედ, კორპუსში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა ამ ადგილზე გაიზარდა, იყო უკონფლიქტო და კარგი ადამიანი.

დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია - იგი არის 1997 წელს დაბადებული ა.ნ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს108-ე მუხლით დაიწყო, - აცხადებენ შსს-ში.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე