გადაცემა "პროფილი" განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გადაცემის წამყვანი, მაია ასათიანიმ ცუდად გრძნობს თავს, ამიტომ იძულებულები არიან, ეთერი შეაჩერონ.
"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.
იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს. მადლობა გვერდში დგომისთვის! "- წერია განცხადებაში.