წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭანისყალზე თევზაობისას 19 წლის ბიჭი დაიღუპა.
"იმედის" ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხილს სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.