"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილი და ზაალ უდუმაშვილი საკრებულოში ბიბლიოთეკარებს შეხვდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ინიციატივა წამოაყენეს, რათა შეიქმნას საერთო პეტიცია მოთხნოვნით -არ დაიხუროს ბიბლიოთეკები.
"ხან რეფორმა დაარქვეს, ხან ოპტიმიზაცია - ბიბლიოთეკებს მაინც არაფერი ეშველა, თუ განახლება იქნება, წინააღმდეგი არ ვართ უკეთესია, მაგრამ მიზანი ვფიქრობთ, რომ არის ფართების წაღება, ჩემი შენობა ძალიან კარგ მდგომარეობაშია და აკმაყოფილებს ჯერჯერობით მკითხველებს, უკეთესი იქნება, რომ გაკეთდეს რემონტი თანამედროვედ და თუ ეს გაკეთდება, უკეთესი იქნება და მკითხველიც აღარ გავა. საშიშროება არის, რომ ეს ბიბლიოთეკები დაიკარგოს, რადგან ფაქტიურად 33 ბიბლიოთეკიდან რჩება 10 ბიბლიოთეკა. ბრძოლას ვაპირებთ ყველა სამართლებრივი მეთოდით, რომ არცერთი ბიბლიოთეკა არ დაიკეტოს. ისედაც ეყო ბიბლიოთეკებს გაუქმება იყო 64 , დარჩა 33.
მკითხველების ჩართულობით ვაპირებთ პეტიციის შექმნას “-აცხადებს თბილისის მე-19 ბიბლიოთეკის გამგე ირინა კენჭაძე.
ლაშა ბაბუხადია