რუსეთში, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.
მისი თქმით, კბილის ტკივილი აწუხებდა და სტომატოლოგთან იმყოფებოდა, როდესაც ექიმიდან გამოვიდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.
დაკავების ზუსტი მიზეზები და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ნახევარი საათის ადრე, ნავალნის ფედერალური შტაბის ხელმძღვანელი, ლეონიდ ვოლკოვიც დააკავეს.