თბილისში რუსთაველის გამზირს სახელი გადაარქვეს

17:18 02-22-2018
967
თეგები: რუსთაველი

თბილისში რუსთაველის ქუჩას სახელი გადაარქვეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აქცია-პერფორმანსის სახეს ატარებს, რომელიც პროფკავშირების ახალგაზრდულ მოძრაობას ეკუთვნის.

შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

"პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა კიდევ ერთხელ აპროტესტებს იმ ფაქტს, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე სამუშაო ადგილზე გარდაცვლილ დასაქმებულთა რაოდენობა 488-ს აღემატება.

თბილისში, სწორედ იმ ქუჩაზე, სადაც პარლამენტის შენობა დგას, მნიშვნელოვანია ადამიანებმა იგრძნონ ის პრობლემები, რაც დასაქმებულებს და მათ ოჯახებს აწუხებთ" , - აცხადებენ ორგანიზაციის წარმომადგენლები. 



ავტორი: ლილუ მიროტაძე