ნათია ფანჯიკიძე - "არ არსებობს "ფსიქიკური დაავადება" იმიტომ რომ ყველა დაავადებული ვართ"

18:34 02-22-2018
672

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ამჟამად, აშშ-ში იმყოფება, სოციალურ ქსელში, "თანამედროვე ხელოვნების" შესახებ, განმარტებას აკეთებს და პოსტს აქვეყნებს:

"ძალიან მაგარ სპეციალისტთან მქონდა აქ შეხვედრა არტ თერაპიის საკითხებზე და საუბარში თქვა, - "თანამედროვე ხელოვნება, ფსიქიკური დაავადებააო".

გუშინ, იუნიონ სქვერზე, ქუჩის არტისტებს ჩამოვუჯექი, მაყურებლად, კრიშნაიტულ "საგალობლებს" ასრულებდნენ და მედიტირებდნენ, მათი ნარინჯისფერ, ხიტონიანი ანგელოზები კი, წიგნებს სთავაზობდნენ გამვლელებს და ვინაიდან, ყოველი ხელოვნების გენეზისი, რელიგიაა, ალასას მოვახსენე - არა მხოლოდ თანამედროვე, მთლიანად ხელოვნებაა, ფსიქიკური დაავადება, რელიგიაც ფსიქიკური დაავადებაა და ყველა ის ადამიანიც, ფსიქიკურად დაავადებულია, ვისაც ამ ყველაფრის, რელიგიის და ხელოვნების გარეშე, შეუძლია ყოფნა-თქო.

საბოლოოდ, იმ აზრამდე მივდივარ, რომ არსებობს ადამიანთა სევდა, ტანჯვის მდგომარეობა, მაგრამ არ არსებობს, ფსიქიკური დაავადება, იმიტომ, რომ ყველა დაავადებული ვართ, დაავადება ნორმაა" - წერს ნათია ფანჯიკიძე.

ავტორი: რუსა ღვანიძე