პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე იმსჯელებს.
განხილვის თემა საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი იქნება, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. უმცირესობამ დადგენილების პროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ ივნისში წარადგინა.