"1 წელი გავიდა... მაიკო, დადგე ფეხზე მალე..." - ირინა სარიშვილი

15:05 02-23-2018
1433

ყოფილი დეპუტატი ირინა სარიშვილი ტელეწამყვანს, მაია ასათიანს მისი შვილის გარდაცვალების გამო ამხნევებს.

"1 წელი გავიდა... მაიკო, ჩემო უკეთილესო და უბოროტო ადამიანო! შენ ძალიან ძლიერი ხარ. უნდა დადგე ფეხზე მალე, ძალიან მალე და ახალი ცხოვრება დაიწყო ისევ შენი, ჩვენი ნუცას სიყვარულით", - წერს სარიშვილი. 

შეგახსენებთ, გუშინ თოქშოუ "პროფილის" პროდიუსერმა ნიკა ხაჩიძემ "პრაიმტაიმს" უთხრა, რომ ტელეწამყვანი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სახლში მკურნალობს, რის გამოც გადაცემა დროებით შეჩერდა.