ჰოლივუდის სექს-სიმბოლო და ინსტაგრამის ვარსკვლავი ემილი რატაკოვსკი გათხოვდა. ემილიმ მოულოდნელად ინსტაგრამზე თავის რჩეულთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: დღეს მე გავთხოვდი. აღნიშნულ ფოტოში კარგად ჩანს წყვილის საქორწინო ბეჭედი. მისი რჩეულია მსახიობი სებასტიან ბარ მაკკარდი.
ქორწინების ცერემონია ნიუ-იორკში გაიმართა, რომელსაც ყველაზე ახალო ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ.