უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება 11:30 საათზე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრშია დაგეგმილი, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და შსს-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი ეკა მაჭავარიანი დაესწრებიან.