ხელისუფლების ვიზალიბერალიზაციის საფრთხეებთან ბრძოლა მაგონებს ავადმყოფობის სიმპტომებთან ბრძოლას - ექსპერტი

17:29 02-26-2018
101

იმისთვის, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე არ დადგეს, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში, გიორგი რუხაძე ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას აძლევს.

როგორც ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, ხელისუფლებამ ამ საკითხს მოკლე და გღძელვადიან პერსპექტივაში უნდა შეხედოს.

"მოკლევადიან პერსპექტივაში მას ბევრი რამის გაკეთების საშუალება არ აქვს. უვიზო მიმოსვლამდეც იყო დენა მიგრანტების და მერეც იქნება. ადამიანს ვერ აუკრძალავ, როდესაც ის საკუთარ ქვეყანაში პერსპექტივას ვერ ხედავს და გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობს, ყველანაირად ეცდება, რომ პირობა გაიუმჯობესოს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქვეყანა ზიანს მოუტანს. ამიტომ ის, რომ შეზღუდვა დაუწესო ადამიანს, პრობლემა ვერ მოიხსნება. კარგად მესმის, რომ უცებ, ერთი, ან ორ წელიწადში სიტუაცია ვერ შეიცვლება და ქვეყანაში ეკონომიკა ვერ გაიზრდება იმ დონეზე, რომ ყველა დასაქმდეს, მაგრამ ცოტათი უკეთესი მდგოამრეობაც კი და მეტი პერსპექტივის შეგრძნება საკუთარ ქვეყანაში, მერწმუნეთ, ამ სტატისტიკას დაარეგულრიებს. არავის ეხალისება, წავიდეს სხვა ქვეყანაში და ახლიდან დაიწყოს ცხოვრება. სრულფასოვან ცხოვრებას 7 წელი მაინც სჭირდება", - განაცხადა რუხაძემ.

მეორე, მისი თქმით, რაც ხელისუფლებამ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება გააკეთოს, აქტიურად უნდა დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმების უფლების მიცემაზე.

"თუ ადამიანს ექნება საშუალება, რომ წავიდეს ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში და დასაქმდეს, თავშესაფარს აღარ მოითხოვს. მესამე საკითხი არის ასეთი და დაწყებულია, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანას საქართველო შეყვანილი ყავს უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნა, თითქმის ავტომატურად უარით დასრულდება. საქართველის ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ ისეთმა ქვეყნებმა, სადაც საქართველოდან ყველაზე ხშირად ითხოვენ თავშესაფარს, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი მოითხოვოს. გარდა ამისა, არის კიდევ საინფორმაციო კამპანია. მეორე მიზეზი, რაც შეიძლება გახდეს მექანიზმის ამოქმედების მიზეზი, არის ევროკავშირის ქვეყნებში შემსვლელების დიდი რაოდენობისათვის უარის თქმა. ჯერჯერობით, სტატისტიკა ცუდი არ არის, მაგრამ მე ველოდები გაუარესებას. აქაც მნიშვნელოვანია, რომ კარგად იყოს ინფორმირებული საქართველოს მოქალაქე, როგორ მოიქცეს. ხელისუფლების ამ საკითხთან ბრძოლა მაგონებს ავადმყოფობის სიმპტომებთან ბრძოლას. ავადმყოფობაა გაჭირვება, უპერსპექტივობა, უმუშევრობა, მას რომ საზღვარზე რეგულაციებით ებრძოლო, ვერ მოაგვარებ. წითელა რომ აქვს ადამიანს და სახეზე მაკიაჟი დაადო, გამონაყარი დაუფარონ, ვიღაც სხვა იფიქრებს, რომ არაფერი სჭირს, მაგრამ ამით ხომ ავადმყოფობას არ ეშველება. თუ დავიწყებთ ამ პერიოდულ პრობლემებზე მუშაობას, სტატისტიკაც დარეგულირდება",  - აცხადებს ექსპერტი. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე