ექსპერტის საერთაშორისო საკითხებში, გიორგი რუხაძის განცხადებით, ვიზალიებრალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ამის შესახებ რუხაძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს უვიზო რეჟიმს შეუჩერებენ, ეს უპერეცედენტო იქნება.
"ამ მხრივ ისტორია ფაქტობრივად არ არსებობს. შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედებულა არცერთი ქვეყნისთვის, რომელსაც უვიზო მიმოსვლა აქვს. მაგალითისთვის ავიღოთ ბალკანეთის ქვეყნები, სერბეთი, მონტენეგრო და ა.შ. გვაქვს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა. ამ ქვეყნებიდან არცერთთან მიმართებაში, შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედებულა. ასე, რომ ისტორიას არ აქვს ჯერ მაგალითი, რომ თუ რომელიმე ქვეყანას შეუჩერეს უვიზო მიმოსვლა, მერე რა ხდება. ეს იქენბა ახალი ამბავი. ჯერ არავინ იცის ზუსტად, რა იქნება. თუ ამოქმედდება, რომელსაც არ ველოდებით უახლოეს მომავალში, შემიძლია დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, იქნება მცდელობა, ის მიზეზი, რის გამოც შეჩერება მოხდება, აღმოიფხვრას. შემდეგ იქნება საუბარი თავიდან ამოქმედებაზე, ან მინიჭებაზე, მაგრამ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა და იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. ეს იმდენად სერიოზული დარტყმა იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე, იმის მერე გინდ ამოქმედდეს, გინდ არა, აზრი არ აქვს", - განაცხადა ექსპერტმა.