"ჩემი ცოლის ძმა 40 წლის ასაკში ჩააწვინეს "ბანკებმა" კუბოში და ერთი კვირაა რაც მივაბარეთ მიწას - ახლა ჩემი დროც მოვიდა" - მიხეილ ზაქარიაშვილი

14:11 02-27-2018
810

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, მიხეილ ზაქარიაშვილის პოსტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში, კომენტარით უპასუხა:

პირადად მე, მზად ვარ, შენს გვერდით დავდგე და ყველას მოვუწოდებ, თუ გვინდა მართლა რეალურად და არა მარტო სლოგანით, სიცოცხლით სავსე ქალაქში ვიცხოვროთ, დავინახოთ ყველას, რომ ძალა და ღირსება, მხოლოდ ღირსეულთა ხვედრია. ყველას, ვისაც ექცევიან უსამართლოდ და ჩაგრავენ, ჩვენს პირად ჩაგვრად მივიღოთ და სამართლიანად, პასუხი ვაგებინოთ ყველას, ვინც, უსამართლობის მსახურებაში არიან - წერს მიშიკო რამიშვილი. 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე