ტელეშოუს ვარსკვლავმა, კიმ კარდაშიანმა, მესამე შვილის ფოტო გამოაქვეყნა.
გოგონა, რომელიც 15 იანვარს დაიბადა და სახელად, ჩიკაგო დაარქვეს, კიმმა პირველად, მისი ფოტო და პოსტი, ინსტაგრამზე გამოაჩინა: - პაწაწინა ჩიკაგო - წერს კიმ კარდაშიანი.
ახალშობილის ფოტომ, ერთ ღამეში, 5 მილიონი მოწონება დაიმსახურა. თუ შევადარებთ კაილი ჯენერის შვილის ფოტოს - ერთ ღამეში 15 მილიონი მოწონება ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ კიმმა, ჩიკაგო, სუროგატი დედისგან გააჩინა. გოგონა, ლოს-ანჟელესში, Cedars-Sinai-ს სამედიცინო ცენტრში დაიბადა.
ჟურნალ Elle-ს წყაროს ინფორმაციით, კარდაშიანს, ახალშობილის, ჩიკაგო უესტის ფოტოს სანაცვლოდ, 2-5 მილიონ დოლარამდე თანხას სთავაზობდნენ, რაზეც ოჯახმა უარი განაცხადა. მათი ინფორმაციით, ეს ფაქტი, მორალურ პრინციპებს ეწინაამდეგება. კიმის და კანეს აზრით, უკეთესი ვარიანტი, ფოტოს, საკუთარი სურვილით გამოქვეყნებაა.
იხ. ფოტო: