პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანჟელა ვასილენკო პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ "პრაიმტაიმს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს.
"საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარე გამოძების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 1 მარტს 13:00 საათზე, დაბარებულია ფონდის ყოფილი პრეზიდენტის, პაატა ბურჭულაძის მეუღლე", - განგვიმარტეს მთავარ პროკურატურაში.