თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ცხინვალიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სირაქლემის პოზიცია აქვს.
ამის შესახებ ოქრუაშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.
"ჩვენი პოზიცია სირაქლემას პოზიციასავით გამოიყურება. დათვს ბაბაია დაუძახეო, ერთი იდიოტი ქართველის მონაგონია თავის დროზე", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.