"ეს შეიძლება კიდევ ნაკლებად მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის..." - ირაკლი ოქრუაშვილი უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე

22:13 02-27-2018
133

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ფიქრობს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებადმტკივნეულია იმ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, რომლებიც გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდნენ.

ამის შესახებ ოქრუაშვილმა "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.

"ეს შეიძლება კიდევ ნაკლებად მტკივნეული იყოს საზოგადოებისთვის. უფრო მტკივნეულია ხელისუფლების მათდამი დამოკიდებულება. კონკრეტული მატერიალური სიკეთის შემცირების გამო, ღირსების შელახვას თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი ადამიანის გამო. თქვენ არჩილ ტატუნაშვილის შესახებ შეიტყვეთ, რადგან ის გახდა რეზონანსული საქმე, თორემ რამდენი ადამიანი გაუტაციათ და მათ მოუწიათ ღირსებისშემლახავი ქმედებების შემდეგ გათავისუფლება. ეს ხდება თვეში ერთხელ მაინც. 700-მდე ადამიანი ყავთ ბოლო 5 წელში გატაცებული", - განაცხადა ოქრუაშვილმა.



ავტორი: ლილუ მიროტაძე