რამდენიმე დღეა, მსოფლიო პრესა, 47 წლის მერაია ქერის და მისი ახალგაზრდა შეყვარებულის, 34 წლის ბრაიან ტანაკის, მგზნებარე რომანს განიხილავს.
ახალგაზრდა ბოიფრენდი - დიდი მოტივაციაა, რომ წონაში, 20 კილოგრამი დაიკლო.
მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებულები რამდენჯერმე დაშორდნენ, ფაქტია, რომ ერთმანეთის გარეშე, არ შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, ის გარემოებაც, რომ მომღერალი, რომელმაც წონაში, საგრძნობლად მოიმატა, ისევ, ჩვეულ ფორმაშია - მერაია, ფანტასტიკურად გამოიყურება, წონაში დაიკლო და შეიძლება ითქვას, რომ უკეთესადაც გამოიყურება, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.
სანდო წყაროს ინფორმაციით, მომღერალი, ნახშირწყლების, მკაცრ დიეტაზე იმყოფებოდა და სპორტულ დარბაზშიც ვარჯიშობდა.
ცნობილია, რომ მერაიამ წონაში, მხოლოდ წინა თვეში, 14 კილოგრამი დაიკლო. მომღერალი, დიეტის გაგრძელებას, ისევ გეგმავს.
იხ. ფოტოკოლაჟი: