მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონიაზე ლეგენდარული ჯგუფი "Spice Girls" სრული შემადგენლობით წარსდგება

16:28 02-28-2018
275

ცნობილია, რომ მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ქორწილის ცერემონია, 19 მაისს შედგება. ცნობილ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყოველ დღე, ახალი ინფორმაციები ხდება ცნობილი - რამდენი სტუმარი იქნება დაპატიჟებული, როგორი იქნება ცერემონიის პროგრამა და ვინ მიიღებს მონაწილეობას.

გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ ქორწილში, ედ შირანი და ელტონ ჯონი იმღერებენ. დღეს კი განაცხადეს, რომ ცერემონიაზე, მუსიკალური ჯგუფი, Spice Girls-იც მიიღებს მონაწილეობას.

ინფორმაცია, The Real-ის ტელეშოუში, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, მელანი ბრაუნმა დაადასტურა. ტელეწამყვანმა გაარკვია, რომ ქორწილის ცერემონიაში, Spice Girls-ი, სრული შემადგენლობით წარსდგება.  

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ჯგუფის Spice Girls-ის, დაბრუნების შესახებ ინფორმაცია, 2018 წლის დასაწყისში გახდა ცნობილი. კოლექტივის ხუთივე მონაწილემ, უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს და ახლო მომავალში, გასტროლისთვის ემზადება.  

 იხ. ფოტოები:

ავტორი: რუსა ღვანიძე