ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ბარათაშვილის ხიდთან მომხდარი ინცინდენტისას გარდაცვლილი მოზარდის გამო ოჯახს უსამძიმრებს.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა,
"სამწუხაროდ ერთი ბავშვის რომელიც ძალიან მძიმედ იყო ასლან მამედოვის ტრამვა შეუთავსებლო აღმოჩნდა სიცოცხლესთან. და ის დაიღუპა მიუხედავად ექიმების ყველა მცდელობოსა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარის გამო. ერთი რამ მინდა დავამატო, რომ ექიმებმა მართლაც ყველაფერი იღონეს ყველა ზომა მიიღეს ბავშვის გადასარჩენად. მიღებული ტრამვა შეუთავსებელი იყო სიცოხლეათან",-განაცხადა სოფრომაძემ.
დაახლოებით, 3 საათის წინ, კოლმეურნეობაზე, გაჩერებასთან მდებარე შენობიდან მინის ჩამოვარდნის გამო, 14 წლის მოზარდი გარდაიცვალა, რომელიც თავის კლასელებთან ერთად, ექსკურსიაზე იმყოფებოდა.
სალომე ჩადუნელი