ახვლედიანი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის და ამას ხელს მთავრობის ხელმძღვანელობა უწყობს

21:29 02-28-2018
102

მთავრობა ქვეყნაში კორუფციის აყვავებას ხელს უწყობს - ამის შესახებ  ამის შესახებ "დემოკრატიული აუდიტის ცენტრ"ის ხელმძღვანელმა არმაზ ახვლედიანმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უდნა გადადგეს. 

"პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი რა ხანია უნდა გადადგეს და არამარტო იმის გამო რომ ასეთი კორუფციული ჭაობია ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს უნიათო მმართველობა უნდა დასრულდეს, მაგრამ პრემიერს ცხადია წასვლის უფლება არ აქვს, მას თუ არ ეტყვიან, რომ უნდა წავიდეს და მისი დრო ამოიწურა. ქვეყნის განვითარება ფაქტობრივად შეფერხებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა და ცალკეულ რეგიონებში მთავრობის წარმომადგენლობები თავს უფლებას აძლევენ ამ დაუსჯელობის გარემოს ქვეშ ახერხებენ ჯიბეების გასქელებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ქვეყანაში კორუფცია ყვავის და ამას ხელს უწყობს მთავრობის ხელმძღვანელობა. ეს არის წახალისებული მთავრობიდან. მინიმუმ კვირიკაშვილი რომ არ რეაგირებს, ესეც ნიშნავს კორუფციის წახალისებას" - განაცხადა ახვლედიანმა.