ყველა პოლიციელის და პატრულის სახლიდან გამოსვლა არის რისკის ქვეშ იმიტომ, რომ როდის და სად დაუძახებენ არავინ არ იცის - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ჯიბღაშვილმა გადაცემაში "თავისუფალ სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" განაცხადა. მისივე განმარტებით, ყველა პოლიციელი ხვალინდელი სიმშვიდის გარანტია არის.
"ჩემი შეხედულებით ბოლო პერიოდში ძალიან ცუდად მიდის ბრძოლა პოლიციის წინააღმდეგ, რაც ავტომატურად ასახავს ხვალინდელი დღის უსაფრთხოებას. ყველა ადამიანები ვართ. ადამიანი ერთი დღე რომ ჩაუჯდეს საპატრულო პოლიციის რაციას და მთელი დღე მასთან ერთად გაატაროს, დარწმუნებული ვარ რომ ისე შეიძლება მანქანიდან ნორმალური ფსიქიკით ვერ გადმოვიდეს" - განაცხადა ჯიბღაშვილმა.