საქართველოს ოდესის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი სიმართლეს არ ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ მისი პოლონეთში გაძევების პროცედურა კანონიერი იყო.
„არ შეიძლება ასე თავხედურად ტყუილის თქმა. სად, რომელ ნორმალურ ქვეყანაში გინახავთ, რომ ადამიანს თმებზე ქაჩავდნენ, ვერტმფრენით ორი საათი ქალაქის გარშემო ატარებდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას სამართლებრივად თავი დაიცვას, მოქალაქეობას ართმევდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, მასთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლებამ ყველა პროცედურა დაარღვია.
„პოროშენკოს დრო გავიდა და უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ ის პრეზიდენტის კაბინეტში დარჩეს. მისთვის პრეზიდენტობა მილიარდების შოვნის შესაძლებლობაა. კორუფცია პოროშენკოს კაბინეტში ცხოვრობს. კორუფცია მის თავშია. პოროშენკოს სთხოვო კორუფციას ებრძოლოს იგივეა, რომ ფუტკრები აიძულო თაფლი არ უყვარდეთ“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
სააკაშვილი: უკრაინის მოქალაქეები არ დაუშვებენ, რომ პოროშენკო პრეზიდენტის კაბინეტში დარჩეს
