„ჩამევეთრიე. აშენებულა ქვეყანა ჩემს არყოფნაში“ - ნათია ფანჯიკიძე

11:13 03-01-2018
146

აშშ-დან დაბრუნებული ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში რიტორიკულად წერს, რომ აშენებული ქვეყანა დახვდა.

ჩამევეთრიე. აშენებულა ქვეყანა ჩემს არყოფნაში. ცოტა კი მერიდება, პირდაპირ აშენებულზე რომ ჩამოვედი, მაგრამ ხვალიდან მეც დავიკაპიწებ ხელებს" 

„იავნანამ რა ჰქმნა“ რომ გენიალური მოთხრობაა, დავრწმუნდი: დაბრუნებისთანავე ვიკითხე, რა ისწავლა თინუსამ ახალიმეთქი. ნიკომ არც აცია, არც აცხელა, მომახალა - მაკა - (მეორე ბებიის სახელი). დამკრა ელვამ და მეხმა და ვერც დამიწდა, რეზინის შლოპანცებმა დენი არ გაატარა. დამჭირდა დედისეული აღზრდის სრული მობილიზება, შემომეძახა თავისთვის, რომ შური მდარე ადამიანების თვისებაა და დავიწყე ფიქრი, რა ვიღონო, რომ ისე აღმოვფხვრა უთანასწორობა, ღირსეული ბებიის და ნამდვილი მადნილოსნის სახე არ დავკარგო. ხოდა გაიღვიძა თუ არა თინუსამ, მოვიმარჯვე პულტი და ჩავრთე ბოსა ნოვა, რომელზეც ჩემს წასვლამდე დილაობით ვცეკვავდით. შევასრულეთ თავბრუდამხვევი ბრუნი და...... ბებუ - მითხრა ნაზად და ათივე კიჭით გამიღიმა.“