იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარი 3 დღიანი პროტესტის შემდეგ ისევ გაიხსნა

12:26 03-01-2018
248

იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარი, 3 დღის შემდეგ, 28 თებერვალს, დილით, ისევ გაიხსნა. ტაძრის გახსნაზე, ბერძნული მართლმადიდებელი, სომხური და კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც ერთობლივად მართავენ, წმიდა ეკლესიას. 

იერუსალიმის მთავრობის წინააღმგეგ, რომელიც ტაძრის გაურკვეველი ვადით დახურვას მოითხოვდა, 3 დღიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა,   

საინფორმაციო სააგენტოს ria.ru-ს წყაროს ცნობით, როგორც ბერძნულ-კათოლიკური და სომხური ეკლესიის წინამძღვრების წერილში იყო განმარტებული, ასეთი გადაწყვეტილება, ეკლესიის და წმინდა მიწაზე, ქრისტიანული მრევლის წინააღმდეგ, სისტემატური კამპანიისთვის, პროტესტის გამოცხადების ნიშნად მიიღეს. 

კერძოდ, მათი თქმით, ქრისტიანების აღშფოთებას იწვევს კანონპროექტი, რომელიც ისრაელის ხელისუფლებას, ეკლესიის კუთვნილი მიწის ნაკვეთების, ჩამორთმევის უფლებას აძლევს. სასულიერო პირებმა, წერილში, ამ კანონპროექტს დისკრიმინაციული და რასისტული უწოდეს.

გარდა ამისა, ეკლესია, მუნიციპალური მოსაკრებლების წინააღმდეგ გამოდის, რომლებიც მათი მტკიცებით, სტატუს-კვოს არღვევს.

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში, რამდენიმე დღის წინ, ქრისტეს აღდგომის წმინდა ტაძარი, 100 წლის განმავლობაში, მომლოცველებისთვის, პირველად დაკეტეს. ამით ტაძრის ხელმძღვანელებმა, საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, გააპროტესტეს, რომელიც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, ეკლესიას მიწები ჩამოართვას.

ეს საზიზღარი კანონპროექტი, თუ ის მხარდაჭერილი იქნება, სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, ეკლესიას ქონება ჩამოართვას. გვახსენდება, მსგავსი კანონები, რომლებსაც ებრაელების წინააღმდეგ, ევროპაში ბნელი საუკუნეების დროს იღებდნენ. პროტესტის ნიშნად, გადავწყვიტეთ ამ უპრეცედენტო ნაბიჯის გადადგმა და აღდგომის წმინდა ტაძრის დახურვა- აცხადებდნენ სასულიერო ლიდერები.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:

 

 

  

ავტორი: რუსა ღვანიძე