"ტატუნაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს..." - ერგნეთში გარდაცვლილის გადმოსვენებაზე მჯსელობენ

16:18 03-01-2018
65

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში შეხვედრა მიმდინარეობს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაზეც მხარეები მსჯელობენ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაა. ქართული მხარე ასევე ინტერესდება მიმდინარეობს თუ არა რუსი ექსპერტების მიერ ცხედრის ექსპერტიზა, რაზეც საოკუპაციო რეჟიმი ამ დრომდე საუბრობდა.

დღეს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დეტალებზეა საუბარი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ტატუნაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია ბადრაგს, ამოაცალა იარაღი, რისთვისაც საჭირო გახდა მასზე ფიზიკური ზემოქმედება. რაც საბოლოოდ მისი გარდაცვალებით დასრულდა.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა საკითხი ე.წ. საზღვართან 300 მეტრიანი  მონაკვეთის შექმნის თაობაზე, რათა მოქალაქეებს გამყოფ ზოლთან მიახლოების საშუალება არ ჰქონდეთ.

სულ განსახილველი 13 საკითხია.

ავტორი: ლილუ მიროტაძე