ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტი ფილმში "ერთხელ ჰოლივუდში" ერთად ითამაშებენ

16:20 03-01-2018
217

კომპანია,Sony Pictures-ის ინფორმაციით, 2019 წლის 9 აგვისტოს, რეჟისორ, კვანტინ ტარანტინოს, ახალი ფილმის, ერთხელ ჰოლივუდში, პრემიერა გაიმართება.

ფილმში, მთავარ როლებს, ჰოლივუდის ვარსკვლავები, ლეონარდო დი კაპრიო და ბრედ პიტი შეასრულებენ.

ლეო, ყოფილი ვარსკვლავის ვესტერნის როლს, შეასრულებს, ხოლო ბრედი, მისი დუბლიორის. ფილმის გმირები, მსახიობ, შერონ ტეიტის მახლობლად ცხოვრობენ, რომელმაც ჩარლზ მენსონის ოჯახის წევრები, სიცოცხლეს გამოასალმა.

ფილმი, ერთხელ ჰოლივუდში, მენსონის, კრიმინალური ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტი, 1969 წელს ვითარდება, როდესაც “მენსონის ოჯახის” ლიდერმა, ჩარლზ მენსონმა, თავის მიმდევრებს უბრძანა, ლოს-ანჯელესის გარეუბანში მდებარე სახლზე, იერიში მიეტანათ. მენსონის დავალებით სახლის მცხოვრებლები დახოცეს, მათ შორის იყო მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ, რომან პოლანსკის ორსული ცოლი. ჩარლზ მენსონი, ამერიკელი დამნაშავეა, რომელმაც 1960-იან წლებში, კალიფორნიაში, სექტა ჩამოაყალიბა. მას აშშ-ში, რასობრივი ომის წამოწყება, სურდა.

ერთხელ ჰოლივუდში, რეჟისორ, ტარანტონოს პირველი ფილმია, პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის გარეშე.

შეგახსენენბთ, რომ აღიარებული ჰოლივუდელი პროდიუსერი, ჰარვი ვაინშტეინი, 2017 წელს, ამერიკის კინემატოგრაფიის, ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიიდან (AMPAS), გარიცხეს. ოსკაროსან პროდიუსერს, კინოაკადემიის წევრის სტატუსი, ბოლო პერიოდის სკანდალების გამო, ჩამოართვეს.

კინოაკადემიის მმართველმა საბჭომ, გადაწყვეტილება, ჰარვი ვაინშტეინის მიმართ, სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო მიიღო.

   

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე