გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება

10:03 03-02-2018
98

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია დღეს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს, კარენ კარაპეტიანს პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წევრების მონაწილეობით.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან.

დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა ერევნის შემოქმედებითი ტექნოლოგიების ცენტრში - „თუმო“.

პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში 2017 წლის დეკემბერში იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობისადმი პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების პროცედურის გამო გადაიდო. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე