სომხეთის პარლამენტში პრეზიდენტის არჩევის პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცედურა დახურულია. შედეგები კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.
დეპუტატები ქვეყნის რიგით მე-4 პრეზიდენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო კანდიდატი მმართველი პარტიის მიერაა წარდგენილი. ოპოზიციურმა ფრაქციებმა ხმათა არასაკმარისი რაოდენობის გამო, საკუთარი კანდიდატის წარდგენა ვერ შეძლეს.
სომხეთის ისტორიაში პირველად პრეზიდენტს ხალხის ნაცვლად პარლამენტი ირჩევს.