რესპუბლიკური საავადმყოფოს ნარკოლოგიურ ცენტრში გაჩენილ ხანძარს 24 ადამიანი ემსხვერპლა

12:05 03-02-2018
318

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის და გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ბაქოში ხანძარს, 24 ადამიანი ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ნარკოლოგიურ ცენტრში მოხდა.

ჯანმრთელობის სამინისტროს ინფორმაციით, კვამლის შედეგად მოწამლულია, 3 ადამიანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. 

საინფორმაციო სააგენტოს "АРА"-ს წყაროს ცნობით, მეხანძრეებმა, საავადმყოფოს შენობიდან, 30 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

"Sputnik აზერბაიჯანის", არაოფიციალური ინფორმაციით, 26 ადამიანის ცხედარია, ექსპერტიზაში გადაყვანილი. 

ნარკოლოგიურ ცენტრში, სადაც, მწოლიარე ავადმყოფებს მკურნალობენ,  ხანძარი, დღეს დილით, 6:00 სთ-ზე გაჩნდა.

ამ ეტაპზე, აზერბაიჯანის, სახანძრო სამაშველო სამსახურის მიერ, ხარძრის კერები, ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. 

   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე