კაილი ჯენერმა ქალიშვილის დაბადების აღსანიშნავად ძვირფასი საჩუქარი მიიღო

13:18 03-02-2018
277

რელითის ვარსკვლავი, კაილი ჯენერი, სპორტული მანქანების და ავტორბოლის მოყვარულია.

რამდენიმე დღის წინ, მისი მანქანების კოლექციას, ახალი ეგზემპლიარი შეემატა -  იტალიური ავტომობილი Ferrari, რომლის ღირებულება, 1,4 მილიონი დოლარია.

კეილიმ, ინსტაგრამზე ავტომობილის ფოტო გამოაქვეყნა. მაგრამ, ვინ არის საჩუქრის ავტორი, ჯერჯერობით უცნობია. თაყვანისმცემლების ვარაუდით, ეს, მისი ბოიფრენდი, ტრევის სკოტია, რომელმაც, კეილის, ინსაგრამზე,  სტორმის დაბადება მიულოცა.

არ მჯერა, რომ ჩემია - წერს კაილი ავტომობილის ფოტოზე, რომელიც ცოტა ხანში, წაშალა, მაგრამ შემდეგ, ავტომობილის ვიდეორგოლი ატვირთა. 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, კაილიმ, ექს-ბოიფრენდისგან, უკვე მიიღო საჩუქრად, ავტომობილი.

რეპერმა ტაიგამ, კეილის სიურპრიზი გაუკეთა და დაბადების დღის აღსანიშნავად, 18 წლის იუბილეზე, 1,5 მილიონად შეფასებული,Ferrari და Meredes G-Waron-ის ფირმის, 2 ავტომობილი აჩუქა.

ამით არ ამოწურულა, რეპერის სიურპრიზები. მომდევნო წელს, ისევ დაბადების დღეზე, 190 000 დოლარად შეფასებული, Mercedes Maybach-ი აჩუქა.

 

ავტორი: რუსა ღვანიძე