ასანჟიდან პუტინამდე:- პამელა ანდერსონის ინტერვიუ პირად ცხოვრებაზე

16:39 03-02-2018
309

ცნობილი სერიალის მალიბუს მაშველები-ს, მთავარი როლის შემსრულებელი, 50 წლის პამელა ანდერსონი, 32 წლის ფეხბურთელს, ადილ რამის ხვდება.

საინფორმაციო სააგენტოს, hellomagazine-ის წყაროს ცნობით, პამელას ბოლო ინტერვიუდან, ცნობილი გახდა, რომ მისი ბიოგრაფიიდან, ფეხბურთელის სასიყვარულო ურთიერთობის გარდა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ცნობილ მსახიობთან, სილვესტერ სტალონესთან ურთიერთობა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ, მისი ინაუგურაციაზე დაპატიჟება იყო.

პირადი ცხოვრების შესახებ, დეტალებზე, პამელამ, პირს მორგანის ბრიტანულ შოუში, Life Stories- ი ისაუბრა, რომელიც შაბათს, ბრიტანულ არხზე, ITV-ზე გადაეცემა.   

მისმა გულახდილობამ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შესახებ, თვით ტელეწამყვანიც კი, რომელმაც ანდერსონს, განუმეორებელი ვარსკვლავი უწოდა, შოკში ჩააგდო.  

პამელას განცხადებით, მსახიობი, არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში, პირად საქმეებზე, მაგრამ, 2012 წლის ინაუგურაციაზე, პირადად, პრეზიდენტმა პუტინმა დაპატიჟა.

ჩვენს შორის, სერიოზული, არაფერი არ ყოფილა... მას უნდოდა, რომ მე, ინაუგურაციის ცერემონიას დავსწრებოდი და მისთვის, ყვავილების თაიგული მიმერთმია. მართალია, ეს თხოვნა ვერ შევასრულე, მაგრამ... საოცარია, რომ ჩვენ, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ადგილზე - განაცხადა ინტერვიუში, ანდერსონმა. 

აშკარა იყო, რომ პამელა, დაბნეული საუბრობდა, როცა პრეზიდენტთან დაკავშირებით, ჩვენებას აძლევდა:

- სიმართლეს ვამბობ თუ სიცრუეს, არ ვიცი, მაგრამ ეს ყველაფერი, ამ ეტაპზე, მეც კი, არარეალურად მიმაჩნია, მაგრამ დიახ... მე, რუსეთთან ფანტასტიკური ურთიერთობები მაქვს - აცხადებს პამელა.

ანდერსონმა, ასევე აღნიშნა, რომ საიფორმაციო სააგენტოს ITV- ის დამფუძნებელთან, ჯულიან ასანჟთან, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს და ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაგრძელება, არ ისურვა.

მის დანარჩენ თაყვანისმცემლებს, მონადირეებათ მოხსენიებს. მაგალითად, მან გაიხსენა, რომ მაიკლ ჯექსონს ტუჩებში აკოცა... თურმე, ბავშვობაში, მსახიობი, შეყვარებული იყო მაიკლზე, მაგრამ აცხადებს, რომ პოპ-მეფესთანაც, მხოლოდ, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებდა. 

პამელას თაყვანისმცემლების, შემდეგი ცნობილი ვარსკვლავი, სილვესტერ სტალონეა, რომელმაც მსახიობს, ურთიერთობა შესთავაზა.

სტალონემ, თუ მისი, ნომერი პირველი გერლფრენდი გავხდებოდი, ბინა და ავტომობილი პორშე შემომთავაზა. მე ვკითხე

- ეს ნიშნავს რომ შენ, ნომერი მეორე გოგონა გყავს-მეთქი

- რა თქმა უნდა- მიპასუხა სტალონემ.

ის, ძალიან კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო. მე, არ მივიღე მისი წინადადება და საჩუქრები, ალბათ არ მიღირდა - ამბობს ანდერსონი.

ინტერვიუს ბოლოს, პამელა, მის ახლანდელ ბოიფრენდზე, ფეხბურთელ ადილ რამიზე ალაპარაკდა,  რომელიც მასზე, 18 წლით უმცროსია.  

ბრწყინვალე ადამიანია. რა თქმა უნდა, მე ის ძალიან მიყვარს. შეიძლება, არ ღირს ამ თემაზე საუბარი და ჩემი სიტყვებს უნდა ვცხრილავდე, მაგრამ მე, ადილთან ერთად, საფრანგეთში თავს, უბედნიერეს ადამიანად ვთვლი.

ანდერსონმა, მისი პირადი ცხოვრების, სხვა დეტალებზეც ისაუბრა და საკუთარი დეიდის სიტყვებიც კი, გაიხსენა:

დეიდაჩემი მეუბნებოდა, მხოლოდ ერთი მამაკაცი, სიცარიელეს, ვერ შეგივსებს. ერთი მეგობარი, სექსისთვის უნდა გყავდეს, მეორე, სულიერი ცხოვრებისთვის, მესამე კი გასართობად. ამიტომ, მე დღეს რომანტიკული ურთიერთობები მაქვს,  მამაკაცები, რომლებიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან, ცხოვრებაში, დიდ სტიმულს მაძლევენ.

ინტერვიუ, პამელა ანდერსონთან, რომელიც 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, პირს მორგანმა, ჯერ კიდევ იანვარში ჩაწერა. ტელეწამყვანი აცხადებს, რომ გადაცემის საეთერო დროის ხანგრძლივობა, 37 წუთი უნდა იყოს. მორგანი, ფიქრობს, რომ მისი გადაცემა, თუ ბევრ ფრაზას არ ამოჭრის, სარფიანად გაიყიდება. 

მართალია, გადაცემის მონტაჟი, პამელას არ უნახავს, მაგრამ ინტერვიუს ჩაწერის დასრულების შემდეგ, მსახიობმა,  საინტერესო საუბრისთვის, ტელეწამყვანს, უღრმესი მადლობა გადაუხადა.   

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე