ინციდენტის მიზეზებზე გვაქვს, რაღაც დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვამოწმებთ - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად" არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია, რომელსაც პირდაპირ ეთერში ვერ გავაჟღერებ, რადგან არ არის განკუთვნილი იმისთვის რომ გასაჯაროვდეს. ჩვენი ინფორმაცია არ ეხება გადაცემა-გადმოსვენების საკითხს, ეხება უფრო იმ ვითარებას და გარემოებას, რის გამო მოხდა ეს ტრაგიკული ინციდენტი. მინდა მივუსამძიმრო ტატუნაშვილების ოჯახს და სრულიად საქართველოს. ინციდენტის მიზეზებზე გვაქვს, რაღაც დამატებითი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ახლა ვამოწმებთ. ეს ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობიდან მივიღეთ" - განაცხადა მარშანიამ.