ეს არის ნაძირლობა, რომელიც უკან დაუბრუნდება ყველას, ვინც უკვეთავს, ასრულებს და მდუმარედ უყურებს მაგ სიბინძურეს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრი ოთო კახიძე სოციალურ ქსელში ვანო ჯავახიშვილის შოუზე წერს.
"რუსთავი ორის პოლიტიკურმა კომედიანტმა - ვანო ჯავახიშვილმა დღეს ახალი სიმაღლე დაიპყრო. აქამდე ბიძინაზე მიყიდულობას გვაბრალებდა ქვეშქვეშა სატირით. ახლა გამოდგა და გიგი უგულავას პირდაპირ 48 მილიონის მითვისება და გაფლანგვა დააბრალა. თან, ცნობისათვის - ფულის შეტყაპუნება ივანიშვილის პროკურატურასაც კი არ დაუბრალებია.
ბიძინას პოლიტიკური დევნის იარაღი - ურთმელიძეების სასამართლო მოიყვანა მოწმედ ტელევიზიამ, რომელიც იმავე უწყებამ დააყადაღა და მფლობელს ჩამოართვა.
ეს არის ნაძირლობა, რომელიც უკან დაუბრუნდება ყველას, ვინც უკვეთავს, ასრულებს და მდუმარედ უყურებს მაგ სიბინძურეს. Karma is a bitch" - წერს ოთო კახიძე.
"ეს არის ნაძირლობა" - ოთო კახიძე "ვანოს შოუზე"
