რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ოთო კახიძეს პასუხობს სოციალურ ქსელში და წერს, რომ პოლიტიკური კეკლუცობის დროს ადვოკატები საკუთარ პროფესიას ივიწყებენ.
განვმარტავ: ამით ადვოკატი კახიძე გვეუბნება, რომ ვანო ჯავახიშვილი შერჩევითად ხუმრობს, კერძოდ, გიგი უგულავას (მის ერთ დაცვის ქვეშ მყოფს) დასცინის და ვანო მერაბიშვილს (მის მეორე დასაცავს) - საეჭვოდ არა. თან, სავარაუდოდ, ვანოს სიმპატიას მეორე ვანოს მიმართ გვახსენებს, ქარაგმულ-ინტელექტუალური ნიშნისმოგებით. არადა, ვანო მერაბიშვილზე ბევრად მეტი განაჩენი დადგაო, დასძენს.
აი, ასე ივიწყებენ ადვოკატები საკუთარ პროფესიას პოლიტიკური კეკლუცობის დროს და იწყებენ დასაცავის წინააღმდეგ საჯაროდ მოქმედებას. სირცხვილია Oto Kakhidze.
ps. ციხეში მჯდომებზე ვანო ჯავახიშვილის ხუმრობა არ მახსენდება, ტყუილად ცდილობ გამოტყუო. არც უგულავაზე ხუმრობდა, როცა იჯდა - წერს ნიკა გვარამია.
გვარამიას პოსტს ოთო კახიძე კომენტარებით გამოეხმაურა.
ოთო კახიძე: უიმე, რა ეს რა ბოდვა დაწერე....შერჩევითად კი არ ხუმრობს, უბრალოდ ნაძირალაა-თქო, წულუკიანზე უარესი.
ნიკა გვარამია:ნაძირალაზე გიპასუხებენ, ეჭვი მაქვს. შენ კიდე სულ დაკარგე თავიც და კვალიფიკაციაც
ოთო კახიძე: Nika Gvaramia თავი და სახეც ვის აქვს დაკარგული, ეტყობა საღადაო თემებზე. შემდეგზე პროკურორ ნადარეიშვილს დაესესხეთ, ის აგიხსნით, ვინ რამდენი შეიტყაპუნა და გაფლანგა.
ნიკა გვარამია: Oto Kakhidze კარგი დაწყნარდი. ნუ ყრი დუჟს. კატებზე და კრისწინაზე სუ ვღადაობ და არასდროს გწყენია. ნუ თამაშობ შეურაცხყოფილს
ოთო კახიძე: Nika Gvaramia შენებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს. ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და განაჩენები დაადასტურეს და კიდევ მეტიც ქნეს.
ჰოდა ეგ რო პროსტა ბიჭებმა იხუმრეს ბაზარი მოუყევი შენ ძაღლს და ჩემ კატას.