სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ის მწერია ასახული, რომელიც გირჩის ლდიერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აზიურ მავნებელთან, ფაროსანასთან საბრძოლველად ჩამოჰყავთ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში დეზინფორმაციას უწოდებენ.
როგორც სააგენტოში პრაიმტაიმს განუცხადეს, მსგავსი მწერის ჩამოყვანა არც განიხილება და ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
განიხილება სამურაი კრაზანას შემოყვანა, რომელიც ფაროსანაზე პატარაა, ჩვეულებრივ 1-1.5 მილიმეტრის სიგრძის შავი ფერის მწერია, ის აგრესიული არაა და ადამიანებსაც არ ერჩის.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია განმარტავს, რომ ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოში შესაძლოა იაპონური კრაზანა შემოიყვანონ, რომელიც
აზიურ ქვეყნებში, ბაღლინჯოს ბუნებრივი მტერი, ძირითადად იაპონური კრაზანაა. მისივე თქმით, ამ მწერის საქართველოში შემოყვანა კვლევების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მექანიზმების შემუშავების მიზნით, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში ბიოლოგიური ლაბორატორიის გადაიარაღება მიმდინარეობს, - აცხადებს ლიპარტია.
გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის მიერ ახალი მწერის შესაძლო შემოყვანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ოსუზუმებაჩი ჰქვია იმ მწერს, რომელიც ფაროსანას უნდა ეჭიდაოს.
5 სმ სიგრძეში, 6 სმ ფრთების გაშლა. 40 კმ სიჩქარით დაფრინავს, აგრესიულია, მწერებს ანადგურებს (ეგრე იკვებება), მათ შორის ფუტკარს (1 კლავს 1,000-ს). რამდენიმემ ერთად თუ გიკბინა, ჰოსპიტალიზაცია გჭირდება“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.