ილია მეორემ რუსეთის პატრიარქისგან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებით წერილობითი პასუხი მიიღო

12:39 03-05-2018
891

საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ, რუსეთის პატრიარქისგან, კირილისგან, არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე, პასუხი მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს საპატრიარქოს საიტი ავრცელებს. 

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის, ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში, განახორციელოს:  

დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, წერილი, რომელიც გადაუგზავნეს, ბულგარეთში, ოფიციალური ვიზიტით მყოფ, რუსეთის პატრიარქს.

მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო, არჩილის ცხედრის, ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად, მოკლე დროში განხორციელდეს.

ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი, ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში,  საერთაშორისო ორგანიზაცია, წითელი ჯვარი ჩამოასვენებს  

საქართველოს საპატრიარქო - 04.03.2018.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ, არჩილ ტატუნაშვილის, ცხედრის გადმოსვენების საკითხზე, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პატრიარქს, კირილს,  წერილით მიმართა.

ავტორი: რუსა ღვანიძე