„არანაირად არ მივესალმები მოსკოვში ჩვენი მომღერლების ცეკვა-სიმღერას. ჩემი პოზიცია უცვლელია“ - განაცხადა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მუსიკოსმა მაია დარსმელიძემ.
მაია დარსმელიძე:
- არ უნდა დავდიოდეთ რუსეთებში და არ უნდა ვატარებდეთ კონცერტებს, ეს არის ჩემი მყარი და უცვლელი პოზიცია.
- თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს სიმფონიურ ორკესტრს ნანი ბრეგვაძისა და ეკა მამალაძის კონცერტზე მოსკოვში...
- არა, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს და სავარაუდოდ ეს ტყუილია.
- რას ეტყვი მათ, ვინც მოსკოვში შემოქმედებითი საღამოებისთვის ემზადება?
- ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, ისეთ წარმატებას, რომ აქეთ აღარ მოუნდეთ წამოსვლა.
ნინო მჭედლიშვილი