ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი იკითხება

14:16 03-05-2018
133

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი იკითხება.

როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მოწმე იმაზე ისაუბრებს, თუ რა ვითარებაში დაიწყო მოზარდებს შორის კონფლიქტი და რა წინაპირობა ჰქონდა ინციდენტს. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს - გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის - დედის მეთვალყურეობის ქვეშ.

ავტორი: ლილუ მიროტაძე