აშშ-ის ელჩისთვის, იან კელისთვის გაუგებარია, რატომ არ მოხდა აქამდე ოკუპირეულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება.
მისი თქმით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში.
"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე იმ ორი დაკავებული პირის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. ჩვენ ასევე ვესაუბრებით რუსეთს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს", - განაცხადა კელიმ.