სკანდალი!!! ფრენსის მაკ დორმანდს "ოსკარი" მოპარეს (ვიდეორგოლი)

13:41 03-06-2018
193
თეგები: ოსკარი

 

ლოს- ანჟელესში, ოსკარის დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე,  ფრენსის მაკ დორმანდს, ფილმისთვის, სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური, საუკეთესო მსახიობის ტიტული გადაეცა.  მაგრამ მსახიობს, დიდხანს არ დასცალდა, ბედნიერება. 

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ტრადიციულად, ქალაქის  გუბერნატორმა, ვარსკვლავებთან ერთად, საღამო გამართა. ღონისძიების დროს, მოულოდნელად, უცნობმა პირმა, რომელიც ვიდეო კამერით იმყოფებოდა, ფრენსისის ჯილდოს ხელი დასტაცა და განაცხადა, რომ ეს, მისი ოსკარია.  

ინციდენტში, ერთ-ერთი ფოტოგრაფი ჩაერთო, რომელმაც უცნობს, წაართვა სტატუა და მფლობელს, უკან დაუბრუნა. 

დამნაშავე, 47 წლის, ტერი ბრაიანია, რომელიც მეჯლისზე, მიწვეულ სტუმართან ერთად იყო.  ბრალდებული დააკავეს, მაგრამ გირაოს სანაცვლოდ, გაათავისუფლეს.

სასამართლომ, ტერი ბრაიანს, აღკვეთი ღონისძიების სახით, 20 000 დოლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები:  

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე