რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლის, რომანი აქვს, ბრედ პიტის ახლო მეგობართან, შონ პენისთან.
მაგრამ, როგორც ჩანს, არც ბრედი დარჩა, მეწყვილის გარეშე. მსახოიბის პირად ცხოვრებაში, ცვლილებებია. სავარაუდოდ, მისი მომავალი გერლფრენდი, 38 წლის მსახიობი, ტიფანი ჰედიშია.
ჟურნალ Elle-ს წყაროს ცნობით, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, ტიფანიმ, შოუს live-ის დროს, ინტერვიუში განაცხადა:
რამდენიმე წუთის წინ, მე და ბრედი, შემთხვევით შევხვდით ლიფტში ერთმანეთს და მოვილაპარაკეთ, თუ ერთი წლის განმავლობაში, არც მე და რაც ბრედს, არ გამოგვიჩნდება ახალი სიყვარული, პირობა დავდეთ, რომ ერთად ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ არ გამიჭირდება ჰორმონიული ურთიერთობა მამაკაცთან, რომელიც მრავალშვილიანია - აცხადებს ტიფანი.
საინტერესოა ეს ფაქტი, თუნდაც იმის გამო, რომ რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრედი, ოსკარის დაჯილდოების ცერემონიას, ანჯელინა ჯოლისთან პრობლემების გამო, არ დაესწრებოდა.
ფაქტია, რომ ბრედი, კამერებისგან და ფოტოგრაფებისგან, თავის არიდებას ცდილობდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანჯელინა ჯოლი, ოსკარის ცერემონიას არ დაესწრებოდა, პიტმა, დაჯილდოებაზე, მისვლა გადაწყვიტა.
იხ. ფოტოები: