"ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია..." - სააკაშვილი ვერა ქობალიას წარმატებაზე

12:29 03-07-2018
1992

ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისი მთავრობისდროინდელი მინისტრების შესახებ გამოცემა "მედუზასთან" ისაუბრა.

მისი თქმით, ერთი მინისტრი ამერიკაში მუშად მოეწყო, მეორე კი სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს.

"თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქათული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში უხდიან“, - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე