ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია.
ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას განაცხადა.
"კარგად გვესმის, რომ სამედიცინო ექსპერტიზა ევროპაში და ამერიკაში მიღებულია. საშუალება უნდა მოგვცეთ ყველაფერი კანონის გზით გავაკეთოთ. იგივე საქართველოში - ექსპერტიზას სულ მცირე ერთი თვე სჭირდება“, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ანატოლი ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის გარეშე გადაცემის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთმა შესაძლოა უფრო მეტი ნეგატივი მიიღოს, ვინაიდან ეს საკითხი ძალიან პოლიტიზირებულია ქართული მხარის მიერ.