მეუფე გრიგოლი, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში ე.წ. ციანიდის საქმის მსჯავრდებულთან, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა, თვლის, რომ დეკანოზი გარემოებათა მსხვერპლია.
"გიორგი მამალაძე არის მსხვერპლი. უფრო კონკრეტულად ვერაფერზე ვისაუბრებ", - განაცხადა მეუფემ.
მეუფეს არ დაუდასტურებია, კონკრეტულად ვის მსხვერპლად მიიჩნევს დეკანოზს, თუმცა გიორგი მამალაძე უდანაშაულოდაც არ მიაჩნია.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 სექტემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.