გეი-ესკორტის თანამშრომელმა კათოლიკე მღვდლებზე ჰომოსექსუალური კავშირების დამადასტურებელი ფაქტებები შეაგროვა

17:30 03-07-2018
160
თეგები: ვატიკანი

ნეაპოლის არქიეპარქიამ ვატიკანს 1200-გვერდიანი დოსიე გადასცა, რომელშიც რამდენიმე ათეული იტალიალი მღვდლის ჰომოსექსუალური კავშირების დამადასტურებელი ფაქტებია მოყვანილი. დოსიე მოიცავს სახელებს, თარიღებს, WhatsApp-ში მიმოწერებს, ფოტოს და ვიდეოს. დოკუმენტში აღწერილია ასევე ისიც, თუ როდის იხდიდნენ ისინი ფულს სექსის სანაცვლოდ.

დოსიე ნეაპოლელმა ფრანჩესკო მანჯაკაპრამ შეაგროვა, რომელიც ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული გეი-ესკორტის თანამშრომელია და ამტკიცებს, რომ მღვდლებს სხვადასხვა სექს-მომსახურებას უწევდა. მისი თქმით, დოსიეს შექმნა და კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელებისთვის გადაცემა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ზოგიერთი წევრის ფარისევლობა ვეღარ აიტანა. მან დასძინა, რომ ყველა აღწერილი შემთხვევა ეხება სრულწლოვან ადამიანებს, ამიტომ ლაპარაკია "არა დანაშაულზე, არამედ ცოდვაზე".

იტალიური გაზეთი Corriere della Sera წერს, რომ დოსიეს გაეცნო და მასში ნახსენებია 60 მღვდელი, თუმცა Newsweek-ის ცნობით, დოსიეში არის მონაცემები 34 "აქტიურ ჰომოსექსუალ" მღვდელზე და 6 სემინარისტზე. ფრაგმენტები ტაბლოიდმა Dagospia-მ გამოაქვეყნა.

ნეაპოლის არქიეპისკოპოსმა კრეზენციო სეპემ განაცხადა, რომ დოსიეში ნახსენები არცერთი მღვდელი ნეაპოლში არ მსახურობს, ამიტომ ეპარქია საკითხს არ ჩაუღრმავდა და დოკუმენტები პირდაპირ ვატიკანს გადასცა. მისი თქმით, ყველა "ვინც შეცდომა დაუშვა" პასუხი უნდა აგოს და მიყენებული ზიანი მოინანიოს.

La Stampa-ს ინფორმაციით, ფრანჩესკო მანჯაკაპრა "ნეაპოლის ესკორტის ყველაზე ცნობილი წევრია" და მის კლიენტებს შორის არიან ღია გეები, დაოჯახებული კაცები, რომლებიც თავის ორიენტაციას მალავენ, ფეტიშისტი წყვილები, მაზოხისტები და როგორც გაირკვა, მღვდლებიც. 2017 წლის მარტში მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი "ნომერ პირველი. მეძავის აღიარება". 

მანჯაკაპრას ერთ-ერთი კლინტი იყო მღვდელი ჯანლუკა მორინი, რომელიც ტოსკანაში მსახურობდა. მანჯაკაპრამ, რომელსაც მორინი მოსამართლის სახელით გაეცნო, მოგვიანებით ის შემთხვევით მღვდლის სამოსში დაინახა. 2015 წელს, მეძავმა მღვდელთან ურთიერთობის შესახებ ტოსკანის ეპარქიას აცნობა. მორინის ისტორია წიგნშიც შევიდა და დღევანდელი დოსიეს საფუძველი გახდა.     

ეპარქიამ მორინის წინაარმდეგ ზომები 2016 წელს მიიღო, როდესაც ერთ-ერთმა იტალიურმა ტელეკომპანიამ მასზე გამოძიება გამოაქვეყნა. მორინი მსახურებას ჩამოაშორეს და ამის ოფიციალურ მიზეზად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელეს.

კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს ხშირად პედოფილიაშიც ადანაშაულებენ. ბოლო სკანდალის შემდეგ, 18 თებერვალს რომის პაპმა განცხადა, რომ სპეციალურმა საეკლესიო კომისიამ, რომლის ამოცანაა ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლა, მუშაობა განაახლა.