ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე რუსულმა ვერტმფრენმა ავიაკატასტროფა განიცადა - არის მსხვერპლი

17:51 03-07-2018
1090

საქართველო - ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვარზე, რუსული სპეცსამსახურის ვერტმფრენმა, Ми-8-მ, კატასტროფა განიცადა. ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, რვა ადამიანია გარდაცვლილი. 

რუსეთის, ახალი ამბების ფედერალური სააგენტოს წყაროს ცნობით, ვერტმფრენი, სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა. ამ ეტაპზე, სამძებრო-სამაშველი სამსახურების მიერ, მიმდინარეობს კატასტროფის ადგილმდებარეობის დადგენის სამუშაოები, რაც ჯეჯრჯერობით უცნობია. 

Nation News- ის წყაროს წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ, კატასტროფა, იტამ-კალინის მაღალმთიან რაიონში, ხეობაში მოხდა, გარდაცვლილი ჯარისკაცების რაოდენობის შესახებ, ინფორმაცია ამ დრომდე, უცნობია. მათი ვარაუდით, ბორტზე, 9 ადამიანი იმყოფებოდა და აქედან 5 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ინფორმაციას, ოფიციალურად არ ადასტურებენ. 

რამდენიმე ხნის წინ სააგენტო Риа -მ გაავრჩელა ინფორმაცია, რომ ნაპოვნია, ხუთი ადამიანის ცხედარი. აქდან, 3 გარდაცვილია, და 2-ს სამედიცინო დახმარება უტარდება. 

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვარში, სირიაში, კატასტროფა განიცადა რუსულმა ვერტმფრენმა, Ми-24-მა. ავიაკატასტროფას, 2 ადამიანი ემსხვერპლა. მიზეზად, ტექნიკური გაუმართაობა დასახელდა.   

 

ავტორი: რუსა ღვანიძე