ნიუ-იორკში „ღამის ცხოვრების მერი“ დაინიშნა

13:20 03-08-2018
126

ნიუ-იორკის მერმა, ქალაქის „ღამის ცხოვრების მერი“ დანიშნა. არიელ პალიცი, პირველი იქნება, ვინც ახლად შემოღებულ თანამდებობას დაიკავებს. 

ახალი პოსტის ოფიციალური დასახელებაა, „ღამის ცხოვრების სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი“, თუმცა მას არაოფიციალურად, ღამის ცხოვრების მერად“ მოიხსენიებენ.

არიელ პალიცს, საბჭოში, 12 წევრი ეყოლება და 300,000 აშშ დოლარის ოდენობის, ბიუჯეტი ექნება. 

ახალი სამსახურის კომპეტენციაში, შედის, ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებებისთვის, ნებართვების გაცემა, უბნებში, მოქალაქეების მხრიდან საჩივრების განხილვა, ღამის ცხოვრებასთან დაკავშირებული დაწესებულებების ფუნქციონირებაზე, რეკომენდაციების გაცემა და ნიუ-იორკის მერიისთვის, რჩევების მიცემა, აღნიშნულ ინდუსტრიაში, ბოლო ტენდენციებთან დაკავშირებით. 

„აღნიშნული სამსახური, საშუალებას იძლევა მხარი დავუჭიროთ, მცირე ბიზნესის მფლობელებს და ყველა ნიუ-იორკელს, ვინც ჩვენი ქალაქის, ღამის ცხოვრების მრავალფეროვან კულტურას ჰქმნის“, - განაცხადა არიელ პალიცმა.

წყარო:  interpressnews.ge

ავტორი: რუსა ღვანიძე